საფრანგეთის პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლას სარკოზიმ არჩევნებისთვის კანონით დასაშვებ 22.5 მილიონ ევროზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა დახარჯა. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი წელს მეორედ გამოიტანეს.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რითაც არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.