„ნელი დოროყაშვილს გადაცემული აქვს ძვირად ღირებული კომერციული ფართობი თბილისის ცენტრში, რომელიც იჯარითაა გაცემული და შემოსავალი მთლიანად ხმარდება დედისა და ბავშვის საჭიროებებს“.
„იმედი გვაქვს, მოწინააღმდეგე მხარე ახლა მაინც გაიაზრებს იმ მძიმე შეცდომებს, რომელიც დაუშვა არასრულწლოვანთან მიმართებაში და აღარ ჩაერევა უხეშად ნიკოლოზ ბასილაშვილისა და თავისი ვაჟის ურთიერთობაში.“
დოროყაშვილმა ისაუბრა იმ ექსპერტიზის დასკვნაზეც, რითაც ჩოგბურთელის ადვოკატებმა საქმის განხილვის მიწურულს თავად დაზარალებულად ცნობილ ნელი დოროყაშვილს დასდეს ბრალი ქმარზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში.