საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის რაიონული სამსახურში, 94 თანამშრომელია დასაქმებული, მათ შორის - 20 პარამედიკოსი.
სივრცე აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ახალი ინვენტარით, რაც პერსონალისთვის, ღირსეულ სამუშაო გარემოს ქმნის და მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო აუმჯობესებს.