ნატალია თარხან-მოურავი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეორგოლს, რომელიც ნიკოლოზ ფალიანის მიერ, მისი ექსპედიციის დროს გადაღებულ სხვადასხვა ეპიზოდს აერთიანებს.
„რაღაცნაირი სიამაყით და მოწიწებით გადაიღო ფოტო ამ ფოტოებით გადავსებული კედლის წინ. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში თვითონაც ამ საღვთო დასს შეუერთდებოდა“ - წერს ირაკლი კუცია.
ნიკოლოზ ფალიანის, რომელიც 10 წელზე მეტი ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეებზე ხელმძღვანელობდა, ემოციურ პოსტს უძღვნის მთამსვლელი, სამთო გიდი შაკო მარგიანი.