LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ ფალიანი

„ნიკო ივნისის ბოლოს ბიჭს ელოდებოდა, პირველ შვილს… თხილამური ყინულის ნატეხს წამოედო, 800 მეტრი იფრინა“ – რას ჰყვებიან უშბაზე დაღუპული ნიკოლოზ ფალიანის მეგობრები

ცნობილი მთამსვლელი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი 22 მაისს ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

ფოტო: „რა ბედნიერები ვართ ამ ფოტოში. ღმერთმა აცხონოს შენი სული, ნიკო. ძალიან დაგვაკლდები. მიხარია და ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად მწვერვალზეც მოვხვდი“ – მახო გიგანის ემოციური პოსტი

უშბის მთაზე, ალპინისტისა და სამთო გიდის, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანის დაღუპვას ასევე ალპინისტი მახო გიგანი სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

„ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი, სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე“ – ქართველი სამთო გიდები ნიკოლოზ ფალიანზე

„ქართველი სამთო გიდები ფეისბუქის“ გვერდზე მწვერვალ უშბაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე წერს, რა დროსაც მთამსვლელი და სამთო გიდი, ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.