5 ივნისს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე კომპოზიტორის მიერ კინოფილმებისთვის, ოპერის, თეატრისა და ბალეტისთვის შექმნილი ნაწარმოებები შესრულდა.
„ღმერთს ვთხოვ შემაძლებინოს ჩემი საქმით თქვენი გახარება და ყველაზე მეტად წელს რა სურვილიც მაქვს ეს უკრაინის უპირობო გამარჯვებაა, რასაც აგრეთვე ვუკავშირებ ჩემი სამშობლოს ნათელ მომავალს!“