ეს, რა თქმა უნდა, საჯარო განცხადებები არ არის და ამიტომ ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც ასეთი მინიშნებაც კი კეთდება, აქ უკვე ბევრი რაღაც ძალიან დიდ ეჭვს აჩენს, - ამბობს სამხარაძე.
"როგორც იცით, გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო და მისი 27 ქვეყანა, შესაბამისად, ამ შემთხვევაში რეზოლუციას ამ გადაწყვეტილებაზე მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ექნება" - აღნიშნავს სამხარაძე.
კითხვაზე, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მიზეზი, მაშინ როგორ მოახერხა სტოლტენბერგმა ფინეთსა და შვედეთთან შეხვედრის გამართვა, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ვერ შევა დეტალებში, როდის გახდა სტოლტენბერგი ცუდად.