“მაგარი ორგანიზმი აქვს, გადააჭარბა მოლოდინს” – მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა
"წყალს და ჩაის სვამს მხოლოდ, ახლა ნამდვილად, რასაც ცუდს ველოდებოდი, ისეთი მდგომარეობა არაა"
"წყალს და ჩაის სვამს მხოლოდ, ახლა ნამდვილად, რასაც ცუდს ველოდებოდი, ისეთი მდგომარეობა არაა"
„განმარტება მივიღე, რომ ჩემს საშვს გაუვიდა ვადა და ამიტომ უნდა დავწერო ახალი განცხადება, მერე მას განიხილავენ და გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა ახალი საშვი. ვერ გეტყვით, რა დრო სჭირდება ამას“, - განაცხადა ყიფშიძემ.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის სააკაშვილი მხნედ არის და თავს კარგად გრძნობს.
"ადვოკატებთან ყოველდღე ვლაპარაკობ. რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ შესაძლებელია დღეს იყოს შესვლა შესაძლებელი", - განაცხადა სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა.