დოლიძის განმარტებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობაზე დაკვირვების შედეგად ორგანიზაციამ საყურადღებო ტენდენცია გამოავლინა გენდერულ საკითხთან დაკავშირებით.
„დაკვირვებისას გამოყენებული იყო რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის შეგროვება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი საარჩევნო უბნებიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია“
ISFED - ის ხელმძღვანელის განცხადებით, „მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას“
დოლიძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.