„შენ არავინ გაბულინგებდა ფეხბურთელობისთვის, მე მაბულინგებდნენ! შენ ბიჭი იყავი და მეტი გასაქანი ჰქონდა შენს მომავალს. ჩემსას – არა“ – ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი გველესიანს მიმართავს
გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“, საქართველოს ქალთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნინო სუთიძე ეხმაურება.
