ნინო წილოსანი: „ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მტრებისთვის არის ნომერ პირველი სამიზნე“
გადაცემაში „დღის თემა“ წილოსანმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან რისკები მაქსიმალურად იქნება დაზღვეული.
გადაცემაში „დღის თემა“ წილოსანმა თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან რისკები მაქსიმალურად იქნება დაზღვეული.
„ნაცები რას და ვის გთავაზობენ ნათელია, სხვა ადამიანებს “ნახმარად” რომ ხედავენ და მოიხსენიებენ ესეც კარგად წარმოაჩენს მათ ფარულ ვნებებსა და გეგმებს - თუ რას უპირებენ ყველას ვინც მათ რიგებში არ დგას“
წილოსანის განცხადებით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია ემსახურება.
„თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.“
„ წელიწადში, რამდენჯერმე ჩვენი სახელმწიფო იყო რყევის და გადატრიალების საფრთხის წინაშე. ვის ინტერესში იყო, ვინ აკეთებდა, აფინანსებდა... ვინ ასრულებდა, ნათელია“.