UNDP-ის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების საფუძველზე, სახალხო დამცველი შეძლებს, სრულფასოვნად ჩაერთოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო შექმნილი ვითარების გადაწყვეტაში.
"დიდი ზომის დაწესებულებები არ არის კეთილსაიმედო გარემო ბავშვებისთვის. ასეთი დაწესებულება ვერ ამზადებს ბავშვებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, - აცხადებს თიკო ცერცვაძე.
გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ბავშვების ინსტიტუციებიდან გამოყვანისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა, ხოლო მათი ტრავმირების თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს.