ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმატებით დასრულება ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მიიღოს განათლება და უკეთ ინტეგრირდეს საზოგადოებაში.
"მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ ინფორმაცია გავავრცელოთ, რამაც შეიძლება ინტერესი დააზიანოს, არამედ ვისურვებდი საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უფრო, რაც ნინოწმინდის პანსიონს ეხება" - ამბობს ღუდუშაური.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა.