ნონა გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს, ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვდა.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. იგი გახლავთ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის.