"ამით გვინდა დავამტკიცოთ და აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ვერც შანტაჟი და ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა, ვერც სიკვდილიც კი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისათვის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.