ტელეწამყვანი ამბობს, რომ პარლამენტის წინ ძალიან ბევრი გულდაწყვეტილი და გულგახეთქილი ადამიანი დგას, რომლებიც ითხოვენ იმას, რაც კონსტიტუციით ეკუთვნით, და ეს ევროპული მომავალია.
„იმედი მაქვს, პოლიციელებში გამოჩნდება ის სულისკვეთება, რომ გადმოვიდნენ სიმართლის მხარეს, რადგან მათ სამართალდამცველები ჰქვიათ“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდება, ამბობს, რომ ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქეს სამართალდამცველების არ უნდა ეშინოდეს