როგორც BBC წერს, იურიმ წამოსვლისას სამგზავრო ჩანთაში ჩალაგებული ბავშვის საფენები მიაწოდა ჟურნალისტებს - „ეს უკვე აღარაა საჭირო. ეს ბავშვებს გადაეცით, საქველმოქმედო ორგანიზაციებს.“
ოდესა ერთ-ერთია უკრაინის იმ ქალაქებიდან, სადაც ომის მიმდინარეობის განმავლობაში, შედარებით სიმშვიდეა. ქალაქი კვირების განმავლობაში ემზადებოდა თავდასხმისთვის, ქალაქის ცენტრი სავსეა ტანკსაწინააღმდეგო ბარიკადებით.