„ზუსტად იმ სახის ცვლილებებს აპირებენ, რაც განახორციელა პუტინმა სხვადასხვა კანონში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ იმეორებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს, მათ შორის, იგივე თუნდაც, „აგენტების რუსული კანონის“ სახით“ - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ - ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.