შალვა პაპუაშვილი: „ეს კანონი კრიტიკას გამოიწვევს ზოგიერთი უცხოელი პარტნიორისაგან, მაგრამ ქართველებს არასდროს შეგვშინებია სხვათა შეფასებების, როდესაც ამას ჩვენი რწმენა, საღი აზრი და ქვეყნის ერთგულება გვავალდებულებდა. ამან გამოგვატარა ათასწლეულები. ასე შევინარჩუნეთ ჩვენი იდენტობა“
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, კანონი, რომელსაც ხელს აწერს, არ ასახავს მიმდინარე, დროებით, ცვალებად იდეებსა და იდეოლოგიებს, არამედ ეფუძნება საღ აზრს, ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეებით გამყარებულ ქრისტიანულ, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს.
