რუსმა ოკუპანტებმა 20 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს კვლავ წარმოადგენს ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ძალები.