უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული
კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.
კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ.
მისი განცხადებით, 2014 წელს რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და მათ სრული უფლება აქვთ დაიცვან საკუთარი ტერიტორია.
მისივე განმარტებით, „განკითხვის დღისგან დამალვა ძალიან რთული იქნება“.
სილამაზის კონკურსში ოლგა ვალეევას გამარჯვებას პროტესტი მოჰყვა სოციალურ ქსელებში