დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უცხოელმა ძალებმა უკრაინა“.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს, „თუ კიდევ ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში ისეთი პოლიტიკა იქნება, როგორიც ახლა არის, უკრაინამ ნატო უნდა დაივიწყოს“.
უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კენჭისყრის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.