„კობახიძე ტყუილში ამხილა თვითონ ვარჰეიმ, რომელიც არის ევროკომისარი და რომელიც მანამდე იყო კობახიძის და “ქართული ოცნების” ერთადერთი მოკავშირე. მასზე ისეთი სისულელე თქვა კობახიძემ, აი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტელეფონზე გირეკავს ევროკომისარი და გეუბნება - „ხვალ გკლავენ ძმაო“. ასეთ სისულელეს ხომ ვერაფრით წარმოიდგენ“ - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.