„საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება. აუცილებელია თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი“ - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ავრცელებს.
ეგ პარლამენტი არის შაპიტო. მანდ არაფერზე არ უნდა მიხვიდე, - ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენებს.
"ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი" - ამბობს კობახიძე.