მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი ტალღისთვის ჯანდაცვის სისტემა მზად არის, თუმცა ამავე დროს მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია და „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რჩება.
კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ვაქცინაციის მნიშვნელობას ადასტურებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე დომინანტი ვარიანტია, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, დაავადების მაჩვენებელი სწრაფად იზრდება.