ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი.
ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გააკეთა და დასძინა, რომ ასეთ შემთხვევაში, დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე.
როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, გადატანილი ინფექციის მქონე აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ ისევ დაავადდნენ, რისკის ქვეშ არიან ორჯერადად აცრილებიც, ყველაზე დაცულები კი „ბუსტერ“ დოზით აცრილები იქნებიან.