არ დაგვავიწყდეს არსებობს ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც გრძელდება 6-7-8 თვის განმავლობაში, არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სიცოცხლის ხარისხს მკვეთრად აუარესებს, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
კვლევების მიხედვით, 5,1-ჯერ მეტია ომიკრონით რეინფიცირების რისკი, ვიდრე ეს იყო დელტას შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თუნდაც 1 თვის წინ გადატანილი გაქვს რომელიმე კორონავირუსი, ეს არ არის თქვენთვის გარანტია, რომ ომიკრონით არ დაინფიცირდებით, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
თუ მომდევნო სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი იყო არა უფრო მეტი ვიდრე 26 ათასი, შეგვეძლება ვთქვათ რომ კორონავირუსის მე-6 ტალღა საქართველოში ჩამთავრების სტადიაშია", - აღნიშნა "ფორტუნას" გადაცემაში "კვირის თემა" ივანე ჩხაიძემ.