"მარიუპოლში 1 300 მრავალსართულიანი შენობა დაინგრა. ისინი არც კი ცდილობენ ცხედრების ამოყვანას, ამიტომ ქალაქში დაღუპულთა რეალური რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა გაცილებით მაღალი აღმოჩნდეს" - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.
ქალაქის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ცხედრების ხელახალი დაკრძალვის პროცესი გართულდა, რადგან რუსები დაჟინებით ითხოვენ, ცხედრის ამოღების მსურველმა გადაიღოს ვიდეო, რომელშიც იტყვის, რომ ეს დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.
OHCHR-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე ომის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია. გაეროს ცნობითვე, დაშავდა 4 062 ადამიანი.