დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 7 მსჯავრდებული პირის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
ცხადაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დარეკვის უფლებით მას შემდეგ ისარგებლა, რაც გაიგო, რომ თედო აბრამოვი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ადვოკატების მტკიცებით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა.
„რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ასეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს“ - თქვა ონისე ცხადაძემ.