მისი განცხადებით, გასულ წელს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი, ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა იყო განხორციელებული და ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.
"სამედიცინო მომსახურების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა, საშუალოდ, 150 000 დოლარი ჯდება, სახელმწიფო კი იმ ბავშვს, რომელსაც საზღვარგარეთ უწევს მკურნალობის მიღება, მხოლოდ 30 000 ლარით ეხმარება" - აღნიშნულია მიმართვაში.