„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“ - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„დაჯგუფება, რომელსაც ერთ შემთხვევაში გვარამია-მელია, გირჩები და „დროას“ ვხედავთ, არის სრულიად ამორალური და პოლიტიკურად უზნეო პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მგონია, რომ არჩევნებზე ნაღალატევად გასვლა არ ღირს. „ნაცები“ „ნაცებში“ უნდა შევიდნენ, „ქოცები“ „ქოცებში“ და ხალხი არ მოვატყუოთ“ - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.