LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ოთარ ქათამაძე

ოთარ ქათამაძე

„მთელი გუშინდელი დღე სპექტაკლი იყო, თეატრი… შენ ჩვენთან ხარ და არ ვიჯერებთ შენს არყოფნას“ – გიორგი გასვიანი ოთარ ქათამაძეს ემშვიდობება

მეგობრები ვერ იჯერებენ მის გარდაცვალებას და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებულ კადრებს აზიარებენ.

გიორგი გასვიანი: „ვერც ვიჯერებთ, ოთო, შენს არყოფნას! და არც! ყველაზე ტრაგიკული ის არის, თუ რამდენი კიდევ ჰქონდა გასაკეთებელი და მოსასწრები ამ ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს!“

„სულ ვეხუმრებოდი, ახმეტელის თეატრში სანდრო ახმეტელის ვარცხნილობით რომ დადიხარ მეთქი! - უყვარდა ეს ხუმრობა ოთოს. რამდენი „ცოცხალი“ სპექტაკლი დადგა, მაყურებელს შეაყვარა.. მისი პიესები ხომ ყველგან იდგმება! ასეთი ნიჭიერი ადამიანი წავიდა ჩვენგან“ - წერს გიორგი გასვიანი.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა… ოთარ ქათამაძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენი თეატრის განვითარებაში“ – ახმეტელის თეატრი

„ოთოს განსაკუთრებული ადამიანური თვისებები ყოველთვის იყო და დიდხანს იქნება სინათლე, რომელსაც ყოველი ჩვენგანი სიამაყით გავყვებით.“

„მშვიდობით ოთო, დაუჯერებელია“ – გიორგი გასვიანი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება

მეგობრები, ბოლო წუთამდე არ კარგავდნენ იმედს, რომ ოთარის სიცოცხლისთვის ბრძოლა, წარმატებით დასრულდებოდა.