LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ფოლადაშვილი

ვიდეო: „დედაჩემს აქ თავისი ადგილი ჰქონდა, ყოველთვის ჩემ წინ იჯდა და მისი ემოციებით ვხვდებოდი, როგორი იყო ცეკვა, ახლა ვიყურები ზემოთ და მარტო ჩემს დას ვხედავ, რომელიც ტირის“ – ოთო ფოლადაშვილის ემოციური მიძღვნა გარდაცვლილ დედას „იმედის“ ეთერში

ტელეკომპანია „იმედის“ შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, მოცეკვავე წყვილის ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის ცეკვას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ცეკვა, ემოციურად დატვირთული იყო როგორც ხასიათით, ასევე შინაარსით - ის ოთო ფოლადაშვილმა გარდაცვლილ დედას მიუძღვნა.

ვიდეო: „აგვატირე და დაგვატკბე თქვენი ცეკვით“ – ოთო ფოლადაშვილმა დედას საოცარი ცეკვა მიუძღვნა

ოთო ფოლადაშვილმა და ჯულიანა ბარ-გნარმა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ სცენაზე საოცარი ცეკვა შეასრულეს.