ოთო გიორგაძე: „რამდენიმე თვის წინ, თითქმის შეუძლებელი იყო პროგნოზი, კვლავ შევძლებდი თუ არა, ამ გუნდთან ერთად ისევ აქტიურად ყოფნას… მადლობა ფეხბურთს, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს, ფეხბურთში ჩართულ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურად ვმუშაობ…“
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სპორტული ჟურნალისტი ოთო გიორგაძე მძიმე დღეებზე წერს, როდესაც მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა.
