„სულ ვეხუმრებოდი, ახმეტელის თეატრში სანდრო ახმეტელის ვარცხნილობით რომ დადიხარ მეთქი! - უყვარდა ეს ხუმრობა ოთოს. რამდენი „ცოცხალი“ სპექტაკლი დადგა, მაყურებელს შეაყვარა.. მისი პიესები ხომ ყველგან იდგმება! ასეთი ნიჭიერი ადამიანი წავიდა ჩვენგან“ - წერს გიორგი გასვიანი.
„ხარჯის უდიდესი ნაწილი, როგორც საქართველოში, ასევე ახლა უკვე თურქეთშიც, ოჯახმა გადაიხადა თქვენი – მეგობრების, ნაცნობების და ხშირად უცნობი ადამიანების დახმარებით, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით!“
„მის მდგომარეობაში სტამბული გამოირიცხა. იმგზავრა ნორმალურად, უკვე ადგილზეა, თურქი ექიმები შეაფასებენ მდგომარეობას და დაისახება მკურნალობის კონკრეტული გეგმა“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.