„ვნანობ რაც გავაკეთე, ვიყავი ნასვამ მდგომარეობაში და თუ ციხეში არ გამიშვებთ, გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას… ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“ – პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
