საქართველოში გამოვლენილია “დელტა პლიუსის” 10-ზე მეტი შემთხვევა: იმნაძე
პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების 80 % სწორედ "დელტა" შტამს უკავშირდება.
პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში აქტიური შემთხვევების 80 % სწორედ "დელტა" შტამს უკავშირდება.
იმნაძე საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ „ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის, ყველანაირი ვაქცინა არსებობს“.
დღევანდელი მონაცემებით, სრულად აცრილია 165 084 ადამიანი, ერთი დოზით აცრილია 358 382 პირი. დღიურად აცრილთა რიცხვი 16 677-ია.
"მე ვამბობ ჩემს აზრს - რომ მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს" - ამბობს იმნაძე.
არავითარი ლოკდაუნი არ იქნება, რადგან მთელი წელი იმაზე იყო ლაპარაკი რატო გვაქვს ლოკდაუნიო. ახლა ვირუსის მართვის სხვა საშუალებებია,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.