კორონავირუსის შემთხვევები განახევრდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, პიკური მაჩვენებლებიდან ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები, - აცხადებს იმნაძე.
პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები განახევრდა, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ორი-სამი კვირა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები გრძელდება.
თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, - თქვა იმნაძემ.