"პრაქტიკულად, რამდენიმე თავისუფალი ადგილი გვაქვს, რომელიც ალბათ გაწერილი პაციენტების ხარჯზეა. თერაპიული და პედიატრიული განყოფილებები ძალიან დატვირთულია" - ამბობს ლია გოლიაძე.
"პანდემიამ პიკს უკვე მიაღწია", - ამბობს გერმანიის კანცლერი და აცხადებს, რომ შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, კვლავ უცვლელი რჩება ნიღბის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება.
"ბავშვის ერთი დღე სკოლაში გაშვება ნიშნავს იმას, რომ შემდგომში ორი კვირა ძალიან სერიოზული და რთული პრობლემებია, მით უმეტეს, რომ ბავშვები, ამ შემთხვევაში, ამ დაავადების ყველაზე კარგი გადამტანები არიან" - განაცხადა ტაბიძემ.
შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ტურისტები კვლავ ვალდებულები იქნებიან ვაქცინაციის, ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან უარყოფითი კოვიდტესტის დამადასტურებელი საბუთი წარადგინონ.