ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კანონპროექტი ეხება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანის ფრენების რეგულირებას, რაც აქამდე ქართული კანონმდებლობით განსაზღვრული არ იყო.
წარმოდგენილი პროექტით მტკიცდება „პარაპლანით ფრენების წარმოების, ექსპლუატაციის, უსაფრთხოებისა და ამ წესით განსაზღვრული საქმიანობისთვის დადგენილი საფასურების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის დროებითი წესი“.
როგორც "ფორტუნას" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, ერთი მათგანი დაიღუპა, ხოლო ერთის გადარჩენა მაშველებმა მოახერხეს.