"რეალურად, პრობლემა გადაწყდება მაშინ, თუ მძღოლები რაღაც ქცევას შეიცვლიან ან ავტომობილს დატოვებენ სახლში და გადასხდებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში." - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
თბილისის მერიამ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებას ისახავს - „როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს“
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ფოტო-მასალა წარადგინა, სადაც ასახულია ავტომანქანები, რომლებიც ველობილიკებზე, ზებრაგადასასვლელებსა და საავტობუსე ზოლებშია გაჩერებული.