"ქართული ოცნების" წარმომადგენლების გარდა, რეზოლუციის პროექტისთვის ხელი არ მოუწერია არც ერთ საპარლამენტო ჯგუფს. ისინი პროექტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არც ერთ პუნქტში რუსეთი ნახსენები არ არის.
"ჩვენ, პოლიტიკოსებმა, აქტივისტებმა და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, საკუთარი ინიციატივით მოვაწეროთ ხელი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებას" - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
"თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენს ვერსიას დავარეგისტრირებთ" - ამბობს მდინარაძე.