კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან რიგი მუხლების ამოღება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ახლებურად რეგულირება ხდება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონსა და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები დეპუტატებმა, ერთხმად, 83-ხმით მიიღეს.