„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა დავიწყოთ.“ - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
"ნაციონალურ მოძრაობას" მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს და ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით მათ საქმიანობას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება" - ამბობს მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განიხილოს.
ნათელაშვილის განმარტებით, „როგორც კი სოციალურად დაუცველ ელექტორატს, რომლებიც წლებია ფულზე ყიდიან საკუთარ ხმას, მოუწოდა, რომ ერთხელ მაინც არ მისულიყვნენ არჩევნებზე, ივანიშვილის მონა ტელევიზიებმა ისტერიული ღრიანცელი ატეხეს“.