სხვას ვერაფერს დავუძახებ ამას, თუ არა, ძალით დაზიანებას იმ პარტნიორული ურთიერთობის, რომელიც ჩვენ გვაქვს. იქნებ ისე მაინც მოვიქცეთ, რომ კონსტრუქციული შედეგი გამოვიყვანოთ ამ პროცესიდან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ „ფორტუნას“ ეთერში და დასძინა, რომ პარტია „ხალხისთვის“ მზად არის საქმიანი დისკუსიისთვის.
პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და საპროტესტო „აქცია-პერფომანსი“ გამართეს - „ნუ გაუძვირებთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მგზავრობას“.