„ჩვენ, დღევანდელი მოცემულობით, გვაქვს დაახლოებით 60%-იანი მაჩვენებელი. ასეთ ვითარებაში, როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან, რა თქმა უნდა, საერთო კონფიგურაცია ვერ შეიცვლება, საერთო კონფიგურაცია არის ის, რომ ამ არჩევნებს ძალიან მძიმედ წააგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“ - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
„მანკიერი სისტემის მიზანია კრიტიკოსთა გაჩუმება, შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა და ქვეყნის უარესად ჩაფვლა ტოტალურ კორუფციასა და მომაკვდინებელ გულგრილობაში“ - აცხადებენ პარტიაში.