„ყველა ის ადამიანი, ვინც ამ მკვლელობას უყურებს ასე, რა მოუვა? რა მოუვა და მოკვდება და თქვენ ყველანი ამ მკვლელობის თანამონაწილენი იქნებით. ვერასდროს ჩამოირეცხავთ ამ ლაქას“,-განაცხადა სურგულაძემ.
სიორიძის თქმით, ამომრჩევლის ნება გამოხატული უნდა იყოს თანასწორ და თავისუფალ გარემოში. როგორც მანვე აღნიშნა, არჩევნების შედეგი არის ხალხის წარმომადგენლობის, ინსტიტუტების ლეგიტიმაცია.
ლევან სამუშია ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ბოლომდე აპირებს ბრძოლას იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ 43% ვერ აიღოს. ვადამდელი არჩევნების არდანიშვნის შემთხვევაში კი ისინი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებენ.