პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იყო სამართლიანი, არც თავისუფალი და არც კონკურენტიანი, რადგან ადამიანებს რეალური არჩევანის საშუალება წაართვეს.
„ჩვენ პოზიციებს არ ვიცვლით და ვაპირებთ ბრძოლას ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას, ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
„მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ, მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ამ ფორმატში შეთანხმებულ კანდიდატს“, - განაცხადა გახარიამ.