„ის ხალხი, ვინც „ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენს გვერდით ვერ იქნება“ - აცხადებენ პარტიაში.
„ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ. არასწორი კომუნიკაციით და საკუთარი პარტიის წევრებთან ნორმალური კომუნიკაციის არარსებობით, ახალგაზრდა ადამიანის მიმართ მსგავსი ტიპის ბინძური ბრალდებებით, ეს პარტია თვალსა და ხელს შუა ჩამოგეშლებათ“ - აცხადებს დავით ფარცვანია.
„ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები თავის დროზე ღირსეულ პასუხს გასცემენ“ - აცხადებს ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.