როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი კობახიძისგან კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს, ეწინააღმდეგება თუ არა კობახიძე აშშ-სთან უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობასა და ამერიკულ ინვესტიციებს.
მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ისე ცალკეული ქვეყნის წარმომადგენლებთან.
მისივე თქმით, მიუხედავად ევროპის და ამერიკის ყოველდღიური მოწოდებისა, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს და რუსული ტალახისკენ მიჰყავს ქვეყანა.